სიახლეები

დინამომ გაბალა ააშენა

გაუზიარე

პროვინციულმა აზერბაიჯანულმა კლუბმა გაბალამ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ორრაუნდიან ბრძოლაში თბილისის დინამოს ძლევით პირველად შეძლო ევროტურნირის პირველი ეტაპის გადალახვა. ბუნებრივია, ფინანსურად წელგამართული კლუბის ფეხბურთელებს დინამოსთან მიღწეული წარმატება სათანადოდ დაუფასდათ.

კლუბის პრეზიდენტის, აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის ტალე ჰეიდაროვის გადაწყვეტილებით, გაბალას თითოეული ფეხბურთელი 12 ათასი დოლარით შეივსებს საბანკო ანგარიშს. 

გაბალას მომდევნო მეტოქე სერბული ჩუკარიჩკია და თუ მეორე ეტაპსაც გაივლის, ჰეიდაროვი ასეთსავე საპრემიო თანხას გადაუხდის ფეხბურთელებს, იმ შემთხვევაში კი, თუ გაბალა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპსაც მიაღწევს, მაშინ ამ კლუბში აზერბაიჯანული ფეხბურთისთვის სარეკორდო პრემიალურები დარიგდება.

პაატა ძნელაძე