სიახლეები

ყენიამ ვარჯიში განაახლა

გაუზიარე

ლევან ყენიას პრაღის სლავიაში ორი ამხანაგური მატჩი გაუცდა, მათ შორის, გუშინწინდელი მოსკოვის დინამოსთან (1:1). ქართველ ნახევარმცველს ფეხი სტკიოდა და ამიტომაც ვერ ვარჯიშობდა დუშან უჰრინის გუნდში, თუმცა გუშინ გუნდთან ერთად წვრთნა განაახლა. სლავია ავსტრიაში გადის შეკრებას. 

ავსტრიაში ჩასვლამდე ლევანი სლავიას მოზარდ და ჭაბუკ ფეხბურთელებს შეხვდა, მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და ცოტა ხანს ფეხბურთიც ეთამაშა. 

ილია ნანობაშვილი