სიახლეები

ანანიძემ ჰუფნაგელს მოუგო

გაუზიარე

შვეიცარიულ შეკრებაზე მოსკოვის სპარტაკმა მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ჯანო ანანიძისა და მისი თანაგუნდელების მეტოქე ამჯერად მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებული ფრაიბურგი იყო, რომელმაც ახლახან საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელი ლუკას ჰუფნაგელი შეიმატა.

თამაში სპარტაკმა მინიმალური სხვაობით _ 1:0 მოიგო. რაც შეეხებათ ჩვენებურებს, ანანიძე მოედანზე თამაშის დასრულაბამდე 20 წუთით ადრე შევიდა და საგოლე გადაცემასაც ჩაიწერდა აქტივში, მისი კარგი პასის შემდეგ თანაგუნდელს ძელისთვის რომ არ გაერტყა ბურთი. ჰუფნაგელი კი მე-60 წუთზე ჩაერთო შეხვედრაში და საკმაოდაც იაქტიურა. სპარტაკი შვეიცარიაში ბოლო ამხანაგურ შეხვედრას 11 ივლისს ადგილობრივ სენტ გალენთან გამართავს.  

პაატა ძნელაძე