სიახლეები

სფფ-ის განცხადება გაბალა - დინამო თბილისის მატჩების დროს მომხდარ ინცინდენტზე

გაუზიარე

თბილისის „დინამოსა“ და აზერბაიჯანულ კლუბ „გაბალას“ შორის უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებზე მომხდარმა სამწუხარო ფაქტებმა, დაარღვია  საფეხბურთო ეთიკისა და სპორტის ამ სახეობაში დამკვიდრებული ურთიერთპატივისცემის მთავარ პრინციპები.

საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციებს შორის არსებული თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია, დამყარებულია მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე და  გამორიცხავს მსგავსი ინცინდენტების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას. გვსურს განვაცხადოთ, რომ  აღნიშნული ფაქტი უარყოფითად არ აისახება ორი მეზობელი  ქვეყნის მომავალ ურთიერთობებზე.

ვიმედოვნებთ, მომავალში, ქართველი და აზერბაიჯანელი გულშემატკივრები გაითვალისწინებენ ჩვენს ამ პოზიციას, პატივისცემით მოეკიდებიან მოწინააღმდეგეს და უარს იტყვიან  ყველა ტიპის დისკრიმინაციულ განცხადებასა თუ ქმედებაზე.

სფფ-ის პრესსამსახური