სიახლეები

სუპერთასი-2015-ის სამთავრობო კომისიის სხდომა

გაუზიარე

სამთავრობო კომისიის წევრებმა სუპერთასის ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის ვადებისა და ფორმების შესახებ იმსჯელეს და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებისგან აღნიშნული საკითხის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღეს.

კომისიის წევრებმა სხდომაზე მატჩის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს და მიმდინარე სამუშაოებზეც იმსჯელეს. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე.