სიახლეები

კახა ცხადაძე: ათი კაცით როგორი იყო?!

გაუზიარე
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, კახა ცხადაძეს, აზერბაიჯანული ინტერნეტსაიტი „აზერიფუტბოლი“ დინამო-გაბალს დაპირისპირებაზე გაესაუბრა.

დინამო-გაბალას შეხვედრას როგორ შეაფასებდით?

დინამო ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რამდენიმე მათგანი ეროვნული ნაკრების კანდიდატია. კმაყოფილი დავრჩი მათი თამაშით და განსაკუთრებით ის მომეწონა, რომ 10 კაცით დარჩენილები არ დაიბნენ და ორი გოლის გატანა და მოგება შეძლეს. კმაყოფილი ვარ ნაკრების კანდიდატების, თოთაძის, პაპუნაშვილის და ცინცაძის კარგი თამაშით.

გაბალას თამაშზე რას იტყვით?

გაბალას თამაში არ მომეწონა. მწვრთნელი, ალბათ, გამოიტანს სათანადო დასკვნებს. ჩემთვის დღეს დინამოს თამაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო და არ დავმალავ, გაკვირვებული ვარ, თუ როგორ მოუგო ათკაციანმა დინამომ გაბალას. გაბალაში აუცილებლად ჩავალ და დინამოს ვუქომაგებ.

თქვენს ყოფილ გუნდზე, ბაქოს ინტერზე რას იტყვით?

ინტერი კარგი გუნდი იყო და ძალიან მწყდება გული ასეთი გუნდის დასუსტების გამო. ევროპის ლიგის პირველ ორ ეტაპზე ინტერს შედარებით სუსტი მეტოქეები შეხვდა და მათი ბარიერის დაძლევა შესაძლებელია. სამწუხაროა, რომ ადრე ასეთი დონის მეტოქეები არ გვხვდებოდნენ. ბოლო წლებში ინტერმა იმდენი სარეიტინგო ქულა დააგროვა, რომ ახლა შესაძლებელი გახდა, კენჭისყრით სუსტი გუნდები შეხვდნენ. 

მოამზადა პაატა ძნელაძემ