სიახლეები

დოდოს მუქარა

გაუზიარე

“აზერისპორტი” აქვეყნებს ინტერვიუს გაბალას ერთ-ერთ ლიდერთან, ბრაზილიელ დოდოსთან და ვფიქრობთ, გაბალა-დინამოს თამაშის წინ ეს ინტევიუ ჩვენი მკითხველისთვის უინტერესო არ იქნება.

რატომ ვერ ითამაშა გაბალამ თბილისში წარმატებით?

ამის მიზეზი, ალბათ, გუნდში განხორციელებული ცვლილებებია. საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ, სათქმელია ისიც, რომ პირველ ტაიმში ბევრი საგოლე მომენტი გავანიავეთ, მაგრამ წინ საპასუხო თამაშია და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

წაგებამ გუნდში განწყობა გააფუჭა?

არანაირად. წინ ხომ საპასუხო თამაშია.

დინამოს გულშემატკივრების ქმედებაზე ყველაზე კარგი პასუხი გაბალას გამარჯვება იქნება?

რა თქმა უნდა. ამისთვის საჭიროა, რომ საპასუხო შეხვედრაში ხასიათი გამოვავლინოთ და გავიმარჯვოთ.

შარშანდელის მსგავსად, ახლაც პირველივე ეტაპიდან გავარდებით?

ამაზე ფიქრიც არ მინდა.

მოამზადა პაატა ძნელაძემ