სიახლეები

სხირტლაძე-ვაწაძე, სხირტლაძე-ვაწაძე

გაუზიარე

დანიურმა ორჰუსმა საკონტროლო მატჩში 2:1 სძლია ლიუნგსკილეს და ორივე გოლი ქართველთა კარგ თამაშს მოჰყვა: ორივე ბურთი მათე ვაწაძემ გაიტანა დავით სხირტლაძის პასებით. ქართველებმა მეორე ტაიმში ითამაშეს. თავიდან ორჰუსი აგებდა, მათემ კი 63-ე და 83-ე წუთებზე გაიტანა.

ორჰუსი პირველი ლიგიდან სუპერლიგაში დაბრუნდა და იმედია, ქართველები იქაც გააგრძელებენ შედეგიან თამაშს. ისე, ორჰუსმა წინა ამხანაგური მატჩი 2:2 დაასრულა და მაშინ ერთი გოლი სხირტლაძემ მიითვალა. 

ილია ნანობაშვილი