სიახლეები

გიორგი გორგოძემ პოსტი დატოვა

გაუზიარე

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი გორგოძემ პოსტი დატოვა. მან თავკაცის სკამიდან წასვლის შესახებ განცხადება ერთი კვირის წინ დაწერა და ეს ამბავი ასოციაციის დღევანდელ კონფერენციაზე უნდა გახმაურებულიყო, მაგრამ... გორგოძის გადადგომის მიზეზი სპორტულ ჟურნალისტთა აბსოლუტურ უმრავლესობასთან დაპირისპირება გახლდათ. გიორგი გორგოძე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად 2012 წლის კონფერენციაზე აირჩიეს, მას შემდეგ პირველი კონფერენცია კი დღეს, ოღონდ უკვე გორგოძის გარეშე შედგება... დღევანდელ კონფერენციაზე გაირკვევა ასევე ასოციაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების თარიღი.