სიახლეები

ნიკა კვეკვესკირი: დინამოს მოგება არ გამკვირვებია

გაუზიარე

ბაქოს ინტერის შემადგენლობაში ჩატარებულ პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში გოლით გამოიჩინა თავი ქართველმა ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა, რომელმაც ევროპის ლიგის მატჩში ალბანურ ლაჩის ულამაზესი ჯარიმა გაუტანა. და 0:1-ზე ანგარიში გაათანაბრა. ალბანური თამაშის შემდეგ კვეკვესკირს „აზერისპორტი“ ესაუბრა.

ელოდით, ალბანეთში ასე რომ გაგიჭირდებოდათ?

ვიცოდით, რომ ლაჩი კარგი გუნდია, განსაკუთრებით კი მისი თავდამსხმელები გამოირჩევიან. სწორედ ისეთი თამაში გამოვიდა, როგორსაც ველოდით და 1:1 სამართლიანი შედეგია. შემდეგ ეტაპზე გამსვლელი კი ბაქოში გაირკვევა.

ულამაზესი გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანეთ. საჯარიმოს შესრულება თქვენი ინიციატივა იყო თუ სვანაძის მითითება?

თამაშის წინ მწვრთნელმა მე დამავალა ჯარიმების შესრულება და ვფიქრობ, ნდობა გავამართლე.

ბაქოში ნულოვანი ფრეც ხელს გაძლევთ, საერთოდ კი, როგორ აფასებთ ინტერის შანსს?

პირველი შეხვედრის შედეგედიდან გამომდინარე, ფავორიტები ჩვენ ვართ, მაგრამ გაითვალისწინეთ ის, რომ ინტერში ახალი გუნდის შენება მიმდინარეობს.

თბილისის დინამო, სადაც ადრე თამაშობდით, გაბალას მეტოქეა, რას იტყვით ამ წყვილზე?

დინამოს ძლიერი მწვრთნელი ჰყავს და საკმაოდ კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ამიტომ დინამოს გამარჯვება პირველ შეხვედრაში არ გამკვირვებია, თუმცა არც განმეორებითი შეხვედრა იქნება ნაკლებად საინტერესო.

პაატა ძნელაძე