სიახლეები

გაბალა - დინამოს ფრანგები განსჯიან

გაუზიარე

ხუთშაბათს, 9 ივლისს, თბილისის დინამოს საპასუხო, საგარეო მატჩი ელი ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე. გაბალაში გაბალასთან გასამართ შეხვედრას ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 38 წლის ამორი დელერიუ იქნება, რომელსაც ფრანგულ ლიგა 1-ში 51 თამაში აქვს განუსჯია, ლიგისა და საფრანგეთის თასებზე კი _ 9-9 შეხვედრა. მისი ასისტენტები ლორან სტიენი და მიშელ ანონიე იქნებიან, მეოთე მსაჯი სებასტიენ მორეირაა. უეფა დელეგატად რუს ლეონიდ კალოშინს მიავლენს, მსაჯთა დამკვირვებლად _ ინგლისელ პიტერ ჯოუნსს.

ამორი დელერიუმ ბოლო შეხვედრა 1 ივნისს იმსაჯა _ მსოფლიოს ახლგაზრდულ ფესტივალზე მაროკოსა და კოტ დივუარის 22-წლამდელთა მატჩში. სულ მისი მიერ განსჯილ შეხვედრათა სტატისტიკა ასე გამოიყურება: 

ლიგა 1: 51 მატჩი, 7 პენალტი, 8 წითელი, 157 ყვითელი

ლიგის თასი: 9 მატჩი, 1 პენალტი, 1 წითელი, 41 ყვითელი

საფრანგეთის თასი: 9 მატჩი 9, 1 პენალტი, 4 წითელი, 43 ყვითელი

პაატა ძნელაძე