სიახლეები

პარტიზანში წუხილია: ფაბრიციო დაშავდა, ბრანკო ილიჩი წავიდა

გაუზიარე

ბელგრადის პარტიზანის მწვრთნელს ზორან მილინკოვიჩს საფიქრალი მოემატა, რადგან ბოლო ორი დღის განმავლობაში მის გუნდში კარგი ამბები ვერ მოხდა: დაშავდა ბრაზილიელი გამთამაშებელი ფაბრიციო, რომელიც მოსამზადებელი მატჩებისას პარტიზანის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. ამას გარდა, გუნდიდან წავიდა სლოვენიელი მცველი ბრანკო ილიჩი... როგორც იცით, პარტიზანი გორის დილას მეტოქე იქნება ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე.  

„ფაბრიციო ტერეკთან მატჩისას დაშავდა და სამ კვირას გამოტოვებს, ანუ დილასთან ვერ ითამაშებს. ეს დიდი დანაკლისია ჩვენთვის. ფაბრიციო გასახდელში ტიროდა. იმედს ვიტოვებ, რომ მხოლოდ სამი კვირა გაუცდება. რაც შეეხება ბრანკო ილიჩს, მან მიმზიდველი წინადადება მიიღო ყაზახური ასტანადან და იქ გააგრძელებს კარიერას“ - თქვა მილინკოვიჩმა.  

ილიჩი დაცვის ლიდერი გახლდათ, ხოლო, რაც შეეხება ფაბრიციოს, მის შემცვლელად 30 წლის ბრანისლავ იოვანოვიჩის გადაყვანა სურთ. იოვანოვიჩი ადრეც თამაშობდა პარტიზანში, ბოლო ორი სეზონი კი ისრაელის ჰაპოელ აკრეში გაატარა.

შეგახსენებთ, რომ დილა პარტიზანს 14 ივლისს ბელგრადში ეთამაშება, ერთ კვირაში კი - გორში.  

ილია ნანობაშვილი