სიახლეები

რევიშვილი მწვრთნელმა გამოარჩია

გაუზიარე

საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი ახლახან სარანსკის მორდოვიაში რომ გადავიდა, ეს უკვე გაცნობეთ. ნუკრი ამჟამად თავის ახალ თანაგუნდელებთან ერთად სერბეთში ემზადება მომდევნო სეზონისთვის. მორდოვიამ მორიგი ამხანაგური შეხვედრა ადგილობრივ სპარტაკთან გამართა და 1:3 დამარცხდა. რევიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და, მიუხედავად იმისა, რომ სამი ბურთი გაუშვა, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 

მატჩის შემდეგ მორდოვიას თავკაცმა ანდრეი გორდეევმა ახალწვეულებზე ისაუბრა: "ჯერჯერობით მათ ადაპტაციის პერიოდი აქვთ, მაგრამ უკვე ეტყობათ, რომ ისინი გუნდს დიდ სარგებელს მოუტანენ, მაგალითად, ნახევარდაცვაში ახლა გაცილებით მეტხანს ვიჭერთ ბურთს, ეს კი ჩვენი გუნდის მთავარი პრობლემა იყო განვლილ სეზონში. ასევე უნდა გამოვარჩიო რევიშვილი, ის გამოცდილი მეკარეა, ამასთან, კარგად კითხულობს თამაშს. მისი ჩვენთან ყოფნა ჩვენს მცველებს გაცილებით თავდაჯერებულებს გახდის."

შეგახსენებთ, ქართველმა მეკარემ რუსული პრემიერლიგის კლუბთან კონტრაქტი ახლახან გააფორმა და, სულ მცირე, ერთი წელი დაიცავს მორდოვიას ღირსებას.

პაატა ძნელაძე