სიახლეები

ყაზაიშვილი: სეზონის ფეხბურთელი ვიტესში

გაუზიარე

ვაკო ყაზაიშვილი არნემის ვიტესის 2014-2015 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და საამისო პრიზსაც გადასცემენ. ეს თითოეულ მატჩში საშუალო შეფასებების მიხედვით. ვაკომ 33 მატჩი ჩაატარა ერედივიზიონში, 9 გოლი გაიტანა და საშულო შეფასება 7,0 ბალი გამოუვიდა 10-ბალიანი სისტემით. ეს რაც შეეხეა პლეი ოფების გარეშე ჩატარებულ შეხვედრებს, პლეიოფებიანად კი ვაკოს ასეთი სტატისტიკა აქვს: 37 მატჩი, 11 გოლი. 

ყაზაიშვილმა მცირედით აჯობა დევი პროპერს, რომელსაც 6,9 ბალი გამოუვიდა. სხვათა შორის, საუკეთესო საშუალო შეფასება არა ყაზაიშვილს, არამედ გურამ კაშიას ჰქონდა – 7,4. თუმცა გურამს 23 მატჩი მოუგროვდა ერედივიზიონში და ეს მაჩვენებელი არ აღმოჩნდა საკმარისი.