სიახლეები

ჰუფნაგელის გოლი და საგოლე

გაუზიარე

ფრაიბურგმა ამხანაგური მატჩი გამართა გერმანიის ქვედალიგელ ბაბენჰაუზენთან და 5:0 მოიგო. მეხუთე გოლი 21 წლის ნახევარმცველმა ლუკას ჰუფნაგელმა მიითვალა და ასევე, მესამე გოლისას ასისტენტობაც გაუწია კლაინდინშტს. გოლს რაც შეეხება, ჰუფნაგელმა სამსვლიანი კომბინაცია ახლოდან ზუსტი დარტყმით დაასრულა. 

ლუკასმა მეორე ტაიმში ითამაშა. როგორც იცით, ჰუფნაგელი საქართველოს მოქალაქეცაა და საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. ის ამ ზაფხულს მესამებუნდესლიგელი უნტერჰახინგიდან გადავიდა ფრაიბურგში, რომელიც ბუნდესლიგიდან დასანანად გავარდა და მეორე ბუნდესლიგაში დაიწყებს სეზონს. 

ფრაიბურგს მაინც დარჩა კარგი შემადგენლობა: რიტერი, ტორეხონი, ექსბაიერნელი პეტერსენი, შუსტერი... წამყვანი ნახევარმცველი, ჩეხი დარიდა კი აუგსბურგში გადავიდა. 

ილია ნანობაშვილი