სიახლეები

ბეგლარიშვილის მორიგი გამარჯვება

გაუზიარე

ესტონეთის ჩემპიონატში მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა. ზაქარია ბეგლარიშვილის ფლორამ, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის, ტალინურ დერბიში ინფონეტი 1:0 დაამარცხა. ბეგლარიშვილი ძირითადში დაიწყო თამაში და მატჩის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე შეცვალეს. ამ მოგების შემდეგ ფლორას აქტივში 37 ქულაა და ლიდერ ლევადიას მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

ჩემპიონატის პარალელურად, ფლორა ევროპის ლიგაზეც ასპარეზობს, სადაც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი მეტოქე მაკედონიური რაბოტნიჩკია. პირველი შეხვედრაში ბეგლარიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა ტალინში 1:0 სძლიეს მეტოქეს, ხუთშაბათს კი მაკედონიაში ელით საპასუხო მატჩი და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, სულ მცირე, ორბურთიანი სხვაობით არ უნდა წააგონს.

პაატა ძნელაძე