სიახლეები

გენკში ოქრიაშვილი შეაქეს

გაუზიარე

ბელგიური გენკის სპორტულმა დირექტორმა დიმიტრი დე კონდემ გუნდის ქართველი ნახევარმცველის, თორნიკე ოქრიაშვილის მისამართით ქათინაურები არ დაიშურა და თქვა, რომ ის გენკის ერთ-ერთი ლიდერია...

_ ყველა ადამიანს თავისი განსაკუთრებული ხასიათი აქვს და ერთნაირ თერთმეტ ფეხბურთელს ვერ ნახავ. თორნიკე ოქრიაშვილმა რამდენჯერმე დაარღვია რეჟიმი, მაგრამ ის ჩვენ გვჭირდება, მისი ყაიდის ფეხბურთელი ყველა გუნდისთვის სასურველია. ოქრიაშვილს მოულოდნელად ისეთი დრიბლინგის წამოწყება შეუძლია, რომელიც თამაშს მოგაგებინებს, _ თქვა გენკის სპორტულმა დირექტორმა. 

შეგახსენებთ, წინა სეზონის დასრულების შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილის გენკიდან წასვლაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ახალ მწვრთნელს, პეტერ მასს თორნიკეს სამსახურზე უარი არ უთქვამს. ოქრიაშვილი და გენკის მეორე ქართველი, ლუკა ზარანდია ახალი სეზონისთვის გუნდთან ერთად ემზადებიან.

ლუკა თალაკვაძე