სიახლეები

კახა მახარაძე დინამოში?

გაუზიარე

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი კახა მახარაძე უკვე წლებია უზბეკეთის საუკეთესო გუნდ ტაშკენტის ფახთაქორის ღირსებას იცავს და გუნდის ერთერთ ლიდერადაც მოიაზრება. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ მახარაძეს გადაბირება საქართველოს თხუთმეტგზის ჩემპიონ თბილისის დინამოს სურს. ჯერ დაზუსტებით ძნელია იმის თქმა, რომ კახა მახარაძე აუცილებლად ითამაშებს დინამოში, მაგრამ ამ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ორივე მხარე დარჩება მოგებული.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თბილისის დინამო არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა (ბუკორაცი, მანუელი, შერგელაშვილი, ტაბატაძე, ჩირგაძე, დაუშვილი), თუმცა შევსება გაცილებით შთამბეჭდავია, დინამოს ღირსებას დაიცავს მარტვილის მერანის ყოფილი მეკარე გიორგი ბეგაშვილი, მარჯვენა მცველი არჩილ ტვილდიანი დინამოს ქობულეთის შუქურადან დაუბრუნდა. ასევე დინამოში ითამაშებენ გიორგი გურული და ზაზა ჭელიძე. უნგრული დიორიდან გადმოიბირეს ფორვარდი გიორგი ქვილითაია, მთავარი შენაძენი კი რა თქმა უნდა ალექსანდრე იაშვილია. სავარაუდოდ ევროტურნირების დაწყებამდე დინამო კიდევ რამდენიმე მოთამაშეს დაიმატებს.

პაატა ძნელაძე