სიახლეები

სტრიკერებმა ფედერაცია 50 ათასით დააზარალეს

გაუზიარე

გერმანიასთან, 29 მარტის შესარცევი მატჩისას მომხდარი უსაქციელობის გამო უეფას სადისციპლინო კომიტეტმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 50 ათასი ევროთი დააჯარიმა. ისმოდა ვარაუდი, რომ გერმანიასთან ერთბაშად 7  სტრიკერის შეჭრის შემდეგ უეფა დინამო-არენას დისკვალიფიკაციას მისცემდა და ეროვნულ გუნდს შოტლანდიასთან ცარიელი ტრიბუნების წინ მოუწევდა მორიგი შესარჩევის ჩატარება, მაგრამ... საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის უეფაში მუშაობამ და ავტორიტეტმა შედეგი გამოიღო და ჩვენებს მხოლოდ ფინანსური სასჯელი აკმარეს. ისე კი ბუნებრივად ისმის კითხვა _ შვიდი თავქარიანის გამო რატომ უნდა იხდიდეს ფეხბურთის ფედერაცია 50 ათას ევროს, როცა ეს ფული, შესაძლოა, ქართული ფეხბურთის განვითარებას მოხმარდეს?!   

უეფამ კი ფედერაციაში გაგზავნილ საგანგებო რეპორტში, დაჯარიმება მხოლოდ სტრიკერების შეჭრით არ აუხსნია, იქ იყო აღნიშნული, რომ დინამო-არენაზე ქომაგებს ბლოკირებული ჰქონდათ კიბეები, არ იყო დაკეტილი კარები და სტიუარდები არ იყვნენ მომზადებულნი სატანადო დონეზე...

კობა ინასარიძე