სიახლეები

დინამო გაბალაში მოემზადება

გაუზიარე

ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად სლოვენიაში მყოფ დინამო თბილისს უეფამ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეტოქედ აზერბაიჯანული გაბალა არგუნა, გუნდი, რომელიც წინა ზამთარს გუნდის მწვრთნელად თემურ ქეცბაიას იწვევდა... ქეცბაიას გაბალაში გადასვლა არ გამოვიდა, აი, დინამოს მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კი მომავალი მეტოქის შესახებ ეს თქვა: 

ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანულმა ფეხბურთმა დიდი პროგრესი განიცადა, ხოლო გაბალა ამ ქვეყნის ჩემპიონტში მესამე ადგილზე გავიდა.  აზერბაიჯანის ჩემპიონტის მესამეადგილოსანი გუნდი კი ნამდვილად არ იქნება იოლი მეტოქე. ვიცით, რომ ოპონენტს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ახალი ფეხბურთელებითაც გაძლიერდა. ჯერჯერობით სულ ესაა, რაც ამ აზერბაიჯანული გუნდის შესახებ ვიცი. დღეიდან გაბალაზე დაწვრილებითი ინფორმაციის მოპოვებას ვეცდებით და ვიმედოვნებ, რომ მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარის შესახებ უფრო ბევრი გვეცოდინება.