სიახლეები

გაბალას მწვრთნელი: დინამო სერიოზული მეტოქეა

გაუზიარე

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამოს მეტოქედ აზერბაიჯანული გაბალა ერგო, რომელმაც ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. გაბალას მთავარმა მწვრთნელმა, უკრაინელმა რომან გრიგორჩუკმა ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბარში თბილისის დინამო საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგედ მიიჩნია: "აშკარაა, დინამოს სახით საკმაოდ სერიოზული მეტოქე შეგვხვდა და ორრაუნდიან დაპირისპირებაში მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. პირველ შეხვედრამდე დარჩენილ დროში მეტოქის თამაში კარგად უნდა შევისწავლოთ, დანარჩენი კი უშუალოდ თამაშებისას გაირკვევა. ნებისმიერ შემთხვევაში, იმედი გვაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე სწორედ გაბალა გავა."

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა „დინამო არენაზე“ 2 ივლისს გაიმართება, საპასუხო კი _ 9 ივლისს.

პაატა ძნელაძე