სიახლეები

დინამოს მეორე საკონტროლო

გაუზიარე

სლოვენიაში შეკრებაზე მყოფმა თბილისის დინამომ ზედიზედ მეორე საკონტროლო შეხვედრა მოიგო. გია გეგუჩაძის გუნდმა ამჯერად ადგილობრივი ზავრჩი დაამარცხა _  2:0. ანგარიში ახალწვეულმა გიორგი ქვილითაიამ გახსნა, რომელიც დინამოს უნგრული დიორიდან შეუერთდა, მეორე გოლი კი ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და ეროვნული ნაკრების კანდიდატმა გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ დინამო საკონტროლო მატჩში რუმინულ პეტროლულს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში ეს ვარიანტი ჩაიშალა, მეტოქე შეიცვალა და დინამოელებმა ზავრჩთან ამიტომ ითამაშეს.