სიახლეები

ევროპული საჩუქარი კვირკველიას და კობახიძეს

გაუზიარე

ყაზანის რუბინმა რუსულ პრემიერლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის მიღმა დარჩა, მაგრამ ამის მიუხედავად, საბა კვირკველია, მამუკა კობახიძე და მათი თანაგუნდელები მაინც ითამაშებენ ევროტურნირებზე. ამის მიზეზი ისაა, რომ მოსკოვის დინამოს ფინანსურ საკითხებში არსებული დარღვევისთვის ევროპის ლიგის საგზური ჩამოართვეს და ის რუბინს ერგო.

ამის გამო ყაზანელ ფეხბურთელებს გეგმები სრულად შეეცვალათ, ამის შესახებ რუბინის მთავარმა მწვრთნელმა რინატ ბილიალეტდინოვმა შემდეგი განაცხადა: „მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ ახლა მასში კორექტივების შეტანა მოგვიწევს. ფეხბურთელები კი მომქანცველი სეზონის შემდეგ დასასვენებლად ემზადებოდნენ, მაგრამ მათაც მოუწევთ შვებულების შემცირება. კარგად მესმის, ამას უხალისოდ გააკეთებენ, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენ ევროტურნირებზე გვეძლევა თავის გამოჩენის საშუალება“

პაატა ძნელაძე