სიახლეები

სანდრო გურული: იქ, სადაც მამა ბრწყინავდა

გაუზიარე
სანდრო გურული პოლონურ გკს კატოვიცეში ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, გუნდში დარჩება. გკს კატოვიცე პოლონეთის პირველ ლიგაშია (რანგით მეორეში) და გასულ სეზონში მერვე ადგილზე გავიდა.

საინტერესოა, რომ ამ კლუბში თამაშობდა და თანაც, ძალიან მაგრადაც, სანდროს მამა, გია გურული. 1992-1994 წლებში ის კატოვიცელთა საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ და დღესაც თბილად იხსენებენ. შარშან გია გურულს 50 წლის იუბილე მიულოცა კლუბმა - გკს კატოვიცეს ტელევიზია იყო ჩამოსული.

სანდროს რაც შეეხება, 29 წლის ფლანგელი ნახევარმცველი ბოლოს სამტრედიაში იყო, სადაც 8 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

ილია ნანობაშვილი