სიახლეები

დინამომ დომჟალე დაამჟავა

გაუზიარე

სლოვენიურ შეკრებაზე დინამო თბილისმა მეორე ამხანაგური მატჩი ადგილობრივი ჩემპიონატის მესამეადგილოსან დომჟალესთან გამართა და 3:1 იმარჯვა. 

ჩვენებმა შეხვედრა ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: ჰრდლიჩკა, გველესიანი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, თოთაძე, კაკაბაძე, კიტეიშვილი, ჯიღაური, ჭელიძე, ქვილითაია, იაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: ბეგაშვილი, ჯანელიძე, პარუნაშვილი, ლობჟანიძე, ჭანტურიშვილი, ჯაფიაშვილი, ვოლკოვი, გურული, ტვილდიანი, არაბული.

ჯერ ალექსანდრე იაშვილმა, მე-14 წუთზე კი გიორგი პაპუნაშვილმა დინამო თავიდანვე დაწინაურეს. თბილისელებს შესვენებამდე რამდენიმე საგოლე მონეტიც შეექმნათ და კაცმა რომ თქვა, მთელი ტაიმიც მათი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ერთი უხეში შეცდომის გამო პენალტი საკუთარ კარში მიიღეს. სლოვენიელებმა კი ესეც ვერ გამოიყენეს, მათი ფორვარდის დარტყმული დინამოს მეკარე ჰრდლიჩკამ მოიგერია. მერე უკვე მასპინძლებს ალექსანდრე იაშვილმა შეუტია, ვინც დრობლინგი მოედნის შუაში დაიწყო, მეკარის საჯარიმოს მიახლოებულს კი დაამთავრებინეს. მსაჯის უყოყმანოდ დანიშნული პენალტი მათე ცინცაძემ უნაკლოდ შეასრულა. 

დომჟალემ ერთი საპასუხო გოლის გატანა მატჩის ბოლოსკენ შეძლო. დინამო სლოვენიაში მორიგ ამხანაგურს რუმინულ პეტროლულთან ჩაატარებს, დომჟალემდე კი გია გეგუჩაძის გუნდი, შეგახსენებთ, მაკედონიურ შკენრიასთან დამარცხდა.

ლუკა თალაკვაძე