სიახლეები

ბათუმის დინამომ თურქეთშია და ულისეს მოუგო

გაუზიარე

ბათუმის დინამოსთვის უმაღლეს ლიგაში დაბრუნება წარმატებული რომ გამოდგა, ეს სადაო არაა. 18-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმელები კვლავ იასპარეზებენ ევროტურნირებზე, მათი პირველი მეტოქის ვინაობა ცნობილი დღეს, შვეიცარიაში გასამართი წილისყრისას გახდება ცნობილი. მანამდე კი აჭარლები თურქულ შეკრებაზე გაემგზავრნენ. 

კარტეპეში ბათუმელებმა პირველი ამხანაგური შეხვედრა უკვე ჩაატარეს და ერევნის ულისესს 5:4 სძლიეს. პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენები 1:4 აგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში ტამაში უკვე ბათუმელთა სცენარით წარიმართა და საბოლოოდ გამარჯვებაც მათ დარჩათ. ჩვენებურებიდან დუბლი შეასრულა დიმიტრი ტატანაშვილმა, ხოლო ხუბუამ, თევდორაძე და ბერიაშვილმა თითოჯერ გამოიჩინეს თავი. 

მომდევნო შეხვედრაში დინამო 24 ივნისს რუმინულ დაჩიასთან მოსინჯავს ძალებს, 27 რიცხვში კი რუსული პრემიერლიგის წარმომადგენელ პერმის ამკართან ითამაშებს. თურქულ შეკრებაზე გუნდს შეურთდება შოტლანდიელი ნახევარმცველი უილიამ გიბსონი, რომელსაც თავის დროზე შოტლანდიურ პრემიერშიპში აქვს ნათამაშები. მისი ბათუმის დინამოში ჩარიცხვის საკითხი სწორედ თურქული შეკრებისას გადაწყდება.ს

კარტეპეში ბათუმელთა სამწვრთნელო შტაბმა 24 ფეხბურთელი წაიყვანა: 

მეკარეები: ალავიძე, მამინაშვილი, ტაკიძე;

მცველები: მახარაძე, მგელაძე, ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი, მაკარიანი, ქორიძე;

ნახევარმცველები: ქავთარაძე, ჩირიკაშვილი, შონია, ჭკუასელი, თედორძე, ფონიავა, კვანტალიანი, დიასამიძე, ვარშანიძე, გოგიტიძე, აშბა;

თავდამსხმელები: გაბედავა, ბერიაშვილი, ტატანაშვილი, აბუსელიძე.

პაატა ძნელაძე