სიახლეები

სტიქიამ „მიხეილ მესხიც“ დააზარალა

გაუზიარე

13 ივნისის სტიქიამ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიც დააზარალა. რადგან სტიქიამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, არაერთი ოჯახი კი უსახლკაროდ დატოვა, იმ მძიმე დღეებში სტადიონის პრობლემებზე საუბარი მართებულად არ მივიჩნიეთ. ის კი გაუწყეთ, რომ დაიტბორა სტადიონის მიწისქვეშა პარკინგი, საიდანაც წყალი უკვე მთლიანად ამოიტუმბა და ტერიტორია სრულად მოწესრიგდა. 

კიდევ უფრო დიდი ზარალი განიცადა სტადიონის ვიპ ლოჟის ქვემოთ მდებარე კაფემ, რომელიც მთლიანად განადგურდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა ვიპ-შესასვლელში შეაღწია, კიბეებიც ჩარეცხა და სტადიონის კაფე მთლიანად გააპარტახა. სტადიონის ტექნიკური დირექტორი თენგიზ ხუბულავა ხვალ კვლავ ჩვენი სტუმარი იქნება და დეტალურად აღწერს სტიქიისგან მიყენებული ზარალის შედეგებს. დღეს კი შეგიძლიათ ნახოთ 13 ივნისის ღამის ფოტოები, რომლებშიც „მიხეილ მესხის“ ტექნიკური დირექტორი თავის კოლეგასთან, დავით ქანთარიასთან ერთად სტიქიასთან უთანასწორო ბრძოლაშია ჩაბმული.