სიახლეები

მერებაშვილი საბერძნეთში დარჩა

გაუზიარე

გიორგი მერებაშვილი, ვინც გაზაფხულზე ბერძნული ოფი ფინანსური პრობლემების გამო დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო, ახალი სეზონიდან ამავე ქვეყნის ვერიას ღირსებას დაიცავს. ქართველმა შემტევმა ახალ კლუბში სამედცინო შემოწმება უკვე გაიარა, სავარაუდოდ ორწლიან კონტრაქტს კი დღეს გააფორმებს. ისევე როგორც ოფი, წინა სეზონში ბერძნული სუპერლიგის აუტსაიდერთა შორის იყო ვერიაც, თუმცა გუნდმა ფინიშზე მოუმატა და ლიგაში ადგილი 43 ქულით შეინარჩუნა.

„ჯერჯერობით ცნობილი არაფერია, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა. ბოლო პერიოდში ქობულეთის შუქურასა და ცხინვალში ვვარჯიშობდი და იყო ვარიანტი, საქართველოს ჩემპიონტში დავრჩენილიყავი კიდეც, მაგრამ ბოლოს მაინც წასვლა გადავწყვიტე. კარიერას ალბათ, საბერძნეთში გავაგრძელებ, თუმცა ჩემს მიმარტ ინტერესი თურქეთშიც აქვთ“, _ გვითხრა საბრეძნეთში გამგზავრებამდე გიორგი მერებაშვილმა.

ლუკა თალაკვაძე