სიახლეები

სამტრედიამ დაჩი ცნობილაძე დაიმატა

გაუზიარე

დაჩი ცნობილაძემ წინა სეზონი იმ გუნდებში გაატარა, რომელთა მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო. პირველ წრეში რუსთავის მეტალურგში ასპარეზობდა, მეორე წრეში კი უკვე ბოლნისის სიონს ეხმარებოდა და მიუხედავად იმისა, რომ განვლილი ჩემპიონატი ამ გუნდების აქტივში ვერ ჩაითვლება, ცნობილაძემ მაინც კარგად წარმოაჩინა თავი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამპლუით მცველისთვის 6 გოლის გატანა მართლაც კარგი მაჩვენებელია. შედეგად, დაჩი ახალგაზრდული ნაკრების ფებურთელიც გახდა, ამასთანავე, მისი გადაბირება რამდენიმე ქართულმა გუნდმა მოინდომა.

საბოლოოდ, სამტრედიამ იმარჯვა. სამტრედიელები ევროსაგზურის გარეშე დარჩნენ, ამიტომაც გუნდში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს და მათ შორის შემადგენლობის მხრივაც. ცნობილაძის სახით კი იმერლებმა სერიოზული ძალა დაიმატეს. დაჩის თანაბრად წარმატებით შეუძლია როგორც დაცვის ცენტრში, ასევე საყრდენ ნახევარმცველად თამაში. 

პაატა ძნელაძე