სიახლეები

ბაჩანა ცხადაძე: ზაპოროჟიე თუ პრაღა?

გაუზიარე

შესაძლოა, ბაჩანა ცხადაძე ზაპოროჟიეს მეტალურგში გადავიდეს. საქართველოს ნაკრების 27 წლის თავდამსხმელმა ბოლო 5 წელიწადი ბაქოს ინტერში გაატარა. ამ ზაფხულს კი ინტერი დატოვეს ალეკო ამისულაშვილმა, ლაშა სალუქვაძემ და აი, დიდი შანსია, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვაჟიც წავიდეს. 

ზაპოროჟიეს მეტალურგი უკრაინის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზე გავიდა. ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაა საკითხი. 

აზერბაიჯანული პრესა წერს, რომ ქართველ ფორვარდს სხვა ვარიანტიც აქვს: ჩეხეთის სლავია, სადაც ლევან ყენია თამაშობს. უფრო რეალური ზაპოროჟიეს ვარიანტია და ვნახოთ.  

ილია ნანობაშვილი