სიახლეები

მახარაძის მაშველი გოლი

გაუზიარე

უზბეკეთში გახურებული სეზონია, 12 ტურია გასული და ტაშკენტის ფახთაქორი ლიდერობს. ამაში წვლილი კახა მახარაძესაც მიუძღვის. გასულ ტურში ფახთაქორმა მაშალს 3:1 სძლია, მახარაძემ კი ერთი გოლი და ერთი საგოლე პასიც მიითვალა. ქართველმა ნახვარმცველმა 56-ე წუთზე გაიტანა, რითაც 2:1 გახდა ანგარიში. ეს კახას პირველი გოლია მიმდინარე სეზონში – რვა მატჩი ჩაატარა.   

როგორც იცით, მახარაძე ნაკრებში გამოძახებული იყო უკრაინასთან და პოლონეთთან მატჩებისთვის, თუმცა არც ერთში არ უთამაშია.

ილია ნანობაშვილი