სიახლეები

ლევან კუტალია: ზუგდიდთან კონტრაქტი დამიმთავრდა

გაუზიარე

26 წლის ნახევარმცველ ლევან კუტალიას ზუგდიდთან კონტრაქტი დაუმთავრდა და როგორც გვითხრა, ამ ეტაპზე ახალ შემოთავაზებებს ელის. კუტალიამ გასული სეზონის პირველი ნახევარი ქობულეთის შუქურაში გაატარა, ხოლო ზუგდიდს მეორე წრეში შეუერთდა. მას ასევე უთამაშია ბოსნიურ სლავისა და ზრინსკიში, ზუგდიდის ბაიასა და ზესტაფონში.

“ხელშეკრულება მაისამდე მქონდა. ამოცანა შევასრულეთ და გუნდი უმაღლეს ლიგაში დარჩა. ამ ეტაპზე კი თავისუფალი აგენტი ვარ. ადრე სამტრედია იყო დაინტერესებული, მაგრამ ბოლოს იქიდან აღარავინ შემხმიანებია. მოკლედ, ველოდები”, - გვითხრა კუტალიამ. 

ილია ნანობაშვილი