სიახლეები

რას აირჩევს კობახიძე?

გაუზიარე

უკრაინის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სანდრო კობახიძემ, რომელმაც ვოლინის შემადგენლობაში მართლაც შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა, გამოთქვა სურვილი, თავის ყოფილ გუნდ დნიპროში დაბრუნებულიყო, მაგრამ დნეპრისპირელთა თავკაცმა მირონ მარკევიჩმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დნიპრო განათხოვრებული ფეხბურთელების დაბრუნებას არ აპირებს.

კობახიძეს დარჩენას სთავაზობს ვოლინი, რომლის მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი კვარციანმა ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბარში სანდროს მიმართ საქებარი საიტყვები არ დაინანა: „კობახიძეს და ჟუნიჩს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, დარჩებიან თუ არა ვოლინში. ჩვენ ეს ფეხბურთელები გვჭირდება და თუ ისინი მალე ჩამოყალიბდებიან, სიამოვნებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ჟუნიჩი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ წარმოაჩინა სრულად საკუთარი შესაძლებლობები, კობახიძე კი ძალიან სტაბილურია და ნახევარდაცვაში არსებული პრობლემები აშკარად მოაგვარა“.

გავრცელებული ინფორმაციით, სანდროს საკუთარ რიგებში ხილვა ევროპის ლიგის მონაწილე ლუგანსკის ზორიასაც სურს, მაგრამ უფრო რეალური კარიერის ვოლინში გაგრძელებაა.

პაატა ძნელაძე