სიახლეები

სუპერთასი 2015 - მიმდინარეობს ბილეთების გაყიდვის ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობა

გაუზიარე

ცოტა ხნის წინ, ფეხბურთის ფედერაციაში დამთავრდა შეხვედრა biletebi.ge-ს წარმომადგენლებთან. როგორც კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა აღნიშნა, საიტს კვლავ აქვს პრობლემები და სერვერმა ვერ გაუძლო მოძღვავებულ მომხმარებელს. შესაბამისად, ამ დროისთვის ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია.

მოცემულ მომენტში, მიმდინარეობს ბილეთების გაყიდვის ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობა, რომელიც ეცნობება უეფას და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ, სად და როდის გაიყიდება სუპერთასზე დასასწრები ბილეთები. ვვარაუდობთ, რომ უეფა თავის გადაწყვეტილებას სამუშაო დღის ბოლომდე გვაცნობებს.

„უეფა,biletebi.ge და ფეხბურთის ფედერაცია ერთობლივად ვმუშაობთ, რომ პრობლემა მოგვარდეს და გულშემატკივრები დავაკმაყოფილოთ. ახლა, სწორედ ესაა პრიორიტეტი. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ უეფასთან და როგორც კი რამე სიახლე იქნება, გულშემატკივრებს ყველა არსებული საშუალებით შევატყობინებთ“ - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა

 

სფფ-ის პრესსამსახური