სიახლეები

უეფას სუპერ თასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გაფრთხილებთ, რომ არ შეიძინოთ არც ერთ სხვა საიტზე ბილეთები გარდა საიტისა www.biletebi.ge.

მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა სიმრავლის გამო აღნიშნული საიტი დროებით დაბლოკილია, გთხოვთ, ნუ გახდებით გადამყიდველთა და ცრუ საიტების მსხვერპლი და ნუ შეიძენთ არარსებულ ბილეთებს გაასმაგებულ ფასად.

www.biletebi.ge - ს ინფორმაციით საიტის ადმინისტრაცია  ამ დროისათვის მუშაობს არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად და ბილეთების შეძენა უახლოეს საათებში შესაძლებელი გახდება.

სფფ-ის პრესსამსახური