სიახლეები

პოლონეთი-საქართველო: ფიზიკური აქტივობა

გაუზიარე

თავად განსაჯეთ, ავსტრიის ქალაქ ლინცში, უკრაინა-საქართველოს მატჩში ორივე გუნდმა 116 კილომეტრზე მეტი დაფარა (საქართველომ - 116 278 მეტრი, უკრაინამ - 116 706 მეტრი), აი, პოლონეთ-საქართველოს შეხვედრაში კი შესამჩნევად შემცირებულია რიცხვები. ამის მიზეზი ამინდია: ავსტრიაში გამართული მატჩი გვიან საღამოს გაიმართა, ვარშავაში კი ადგილობრივი დროით 18 საათზე დაიწყო თამაში და ტემპერატურაც მაღალი იყო.

ქართველებმა პოლონეთში თითქმის 12 კილომეტრით ნაკლები დაფარეს, ვიდრე უკრაინასთან. განსხვავებას დაინახავთ: 13 ივნისს პოლონელებმა ჩვენებზე თითქმის 9 კილომეტრით მეტი დაფარეს. მართალია, ფეხბურთი მათემატიკა არაა, მაგრამ ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკა რომ საინტერესოა და ბევრი რამის გაგება შეიძლება, თქმა არ უნდა. 

,,ჩვენს თამაშში” რამდენიმე დღის წინ იყო საქართველო-უკრაინის მატჩში ფეხბურთელთა ფიზიკური აქტივობის სტატისტიკა, ამჯერად კი პოლონეთ-საქართველოს მივხედოთ. 

მონაცემების ფაილები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოგვაწოდა. 

პოლონეთი – საქართველო 4:0

გუნდების მიერ დაფარული დისტანცია: 113 528 მეტრი – 104 857 მეტრი

დაცვაში: 41 310 – 35 749

შეტევაში: 34 736 – 36 291

პირველი ტაიმი: 56 166 – 53 429

მეორე ტაიმი: 57 362 – 36 291

დაფარული დისტანცია გადაადგილებით: 40 073 – 40 064

დაფარული დისტანცია ძუნძულით: 46 860 – 40 624 

დაფარული დისტანცია სირბილით: 17 515 – 16 459 

აჩქარებების რაოდენობა: 1 388 – 1 224 

დაფარული დისტანცია სპრინტში: 1 288 – 917

ასევე, გუნდების შედარება ერთ ფეხბურთელზე საშუალო მაჩვენებლებით: 

ფეხბურთელების საშუალო სისწრაფე (მეტრი წამში): 1,96 – 1,79

სპრინტით დაფარული დისტანცია საშუალოდ: 130 – 93

აჩქარებების რაოდენობა საშუალოდ: 138 – 122

სპრინტების რაოდენობა: 69 – 58

მაქსიმალური სისწრაფე საშუალოდ: 8,0 – 8,0

კალორიების დახარჯვა საშუალოდ: 1 267 – 1 139

ამჯერად კი თითოეულ ქართველ ფეხბურთელზე:  

ლორია (94 წუთი) 

დაფარული დისტანცია (მეტრებში): 4 590, საშუალო სისწრაფე (მეტრი წამში): 0,82; მაქსიმალური სისწრაფე (მეტრი წამში): 6,1, დაფარული დისტანცია სპრინტით (მეტრებში): 7. აჩქარების რაოდენობა: 12, სპრინტების რაოდენობა: 1 

დვალი (94 წუთი)

დაფარული დისტანცია (მეტრებში): 9 331, საშუალო სისწრაფე (მეტრი წამში): 1,65; მაქსიმალური სისწრაფე (მეტრი წამში): 8,1, დაფარული დისტანცია სპრინტით (მეტრებში): 89. აჩქარების რაოდენობა: 94, სპრინტების რაოდენობა: 49

ამისულაშვილი (94 წუთი)

დაფარული დისტანცია (მეტრებში): 8 234, საშუალო სისწრაფე (მეტრი წამში): 1,45; მაქსიმალური სისწრაფე (მეტრი წამში): 8,3, დაფარული დისტანცია სპრინტით (მეტრებში): 130. აჩქარების რაოდენობა: 96, სპრინტების რაოდენობა: 50

კაშია (94 წუთი)

დაფარული დისტანცია (მეტრებში): 9 148, საშუალო სისწრაფე (მეტრი წამში): 1,61; მაქსიმალური სისწრაფე (მეტრი წამში): 8,5, დაფარული დისტანცია სპრინტით (მეტრებში): 92, აჩქარების რაოდენობა: 109, სპრინტების რაოდენობა: 42

ნავალოვსკი (94 წუთი)

დაფარული დისტანცია (მეტრებში): 10 012, საშუალო სისწრაფე (მეტრი წამში): 1,77; მაქსიმალური სისწრაფე (მეტრი წამში): 8,2, დაფარული დისტანცია სპრინტით (მეტრებში): 160, აჩქარების რაოდენობა: 128, სპრინტების რაოდენობა: 55

ლობჟანიძე (94 წუთი)

დაფარული დისტანცია (მეტრებში): 10 026, საშუალო სისწრაფე (მეტრი წამში): 1,77; მაქსიმალური სისწრაფე (მეტრი წამში): 7,9, დაფარული დისტანცია სპრინტით (მეტრებში): 201. აჩქარების რაოდენობა: 109, სპრინტების რაოდენობა: 60

ანანიძე (94 წუთი)

დაფარული დისტანცია (მეტრებში): 10 039, საშუალო სისწრაფე (მეტრი წამში): 1,77; მაქსიმალური სისწრაფე (მეტრი წამში): 7,7, დაფარული დისტანცია სპრინტით (მეტრებში): 37. აჩქარების რაოდენობა: 147, სპრინტების რაოდენობა: 49

კობახიძე (77 წუთი)

დაფარული დისტანცია (მეტრებში): 9 932, საშუალო სისწრაფე (მეტრი წამში): 2,16; მაქსიმალური სისწრაფე (მეტრი წამში): 7,8, დაფარული დისტანცია სპრინტით (მეტრებში): 68. აჩქარების რაოდენობა: 128, სპრინტების რაოდენობა: 66

ოქრიაშვილი (46 წუთი)

დაფარული დისტანცია (მეტრებში): 5 212, საშუალო სისწრაფე (მეტრი წამში): 1,89; მაქსიმალური სისწრაფე (მეტრი წამში): 7,9, დაფარული დისტანცია სპრინტით (მეტრებში): 23. აჩქარების რაოდენობა: 56, სპრინტების რაოდენობა: 34

ყაზაიშვილი (94 წუთი)

დაფარული დისტანცია (მეტრებში): 10 234, საშუალო სისწრაფე (მეტრი წამში): 1,80; მაქსიმალური სისწრაფე (მეტრი წამში): 7,9, დაფარული დისტანცია სპრინტით (მეტრებში): 30. აჩქარების რაოდენობა: 130, სპრინტების რაოდენობა: 60

ვაწაძე (63 წუთი)

დაფარული დისტანცია (მეტრებში): 7 081, საშუალო სისწრაფე (მეტრი წამში): 1,88; მაქსიმალური სისწრაფე (მეტრი წამში): 7,9, დაფარული დისტანცია სპრინტით (მეტრებში): 66. აჩქარების რაოდენობა: 74, სპრინტების რაოდენობა: 37

ცხადაძე (17 წუთი)

დაფარული დისტანცია (მეტრებში): 1 971, საშუალო სისწრაფე (მეტრი წამში): 1,85; მაქსიმალური სისწრაფე (მეტრი წამში): 7,0, დაფარული დისტანცია სპრინტით (მეტრებში): 0. აჩქარების რაოდენობა: 22, სპრინტების რაოდენობა: 16

დაუშვილი (48 წუთი)

დაფარული დისტანცია (მეტრებში): 5 586, საშუალო სისწრაფე (მეტრი წამში): 1,92; მაქსიმალური სისწრაფე (მეტრი წამში): 7,5, დაფარული დისტანცია სპრინტით (მეტრებში): 16. აჩქარების რაოდენობა: 68, სპრინტების რაოდენობა: 33

ჭანტურია (31 წუთი)

დაფარული დისტანცია (მეტრებში): 3 448, საშუალო სისწრაფე (მეტრი წამში): 1,81; მაქსიმალური სისწრაფე (მეტრი წამში): 8,2, დაფარული დისტანცია სპრინტით (მეტრებში): 7. აჩქარების რაოდენობა: 51, სპრინტების რაოდენობა: 16

როგორც ხედავთ, ქართველთაგან ოთხმა ფეხბურთელმა დაფარა 10 კილომეტრზე მეტი. ყველაზე მეტი ვაკო ყაზაიშვილმა (10 234) და მას ოდნავ ჩამორჩნენ ჯანო ანანიძე, უჩა ლობჟანიძე და გიორგი ნავალოვსკი. მათ შორის, ვინც სრულად ჩაატარა მატჩი, ყველაზე მცირე დისტანცია (მეკარის გარდა) ალეკო ამისულაშვილმა დაფარა – 8 234 მეტრი.  

საშუალო სისწრაფით კვლავაც გამოირჩა სანდრო კობახიძე (2,16), რომელიც უკრაინასთან შეხვედრაში სხვადასხვა კომპონენტში იყო საუკეთესო და მათ შორის, მთლიანად დაფარული დისტანციის მიხედვით (12 320).

პოლონეთთან მაქსიმალური სისწრაფე უჩა ლობჟანიძემ განავითარა (8,8 მეტრი წამში). ლობჟანიძემ სპრინტითაც თანაგუნდელებზე გაცილებით მეტი დაფარა – 201 მეტრი. 

ბაჩანა ცხადაძემ მხოლოდ ბოლო 17 წუთი ითამაშა და სპრინტი საერთოდ არ განუხორციელებია. საკმაოდ დაბალი მონაცემები აქვთ სპრინტის მხრივ გიორგი ჭანტურიას, ყაზაიშვილსა და ანანიძესაც. გასაგებიცაა, თუ რატომ: პოლონეთს საკმაო უპირატესობა ჰქონდა და ჩვენს შემტევებს სპრინტის გასაქანს არ აძლევდა. 

ალბათ, დაგაინტერესებთ პოლონელთა ვარსკვლავის, რობერტ ლევანდოვსკის სტატისტიკაც: დაფარული დისტანცია (მეტრებში): 10 203, საშუალო სისწრაფე (მეტრი წამში): 1,80; მაქსიმალური სისწრაფე (მეტრი წამში): 8,7, დაფარული დისტანცია სპრინტით (მეტრებში): 173. აჩქარებების რაოდენობა: 101, სპრინტების რაოდენობა: 62.

პოლონელთაგან ყველაზე დიდი დისტანცია დაფარა მაჩინსკიმ (11 770) და მთლიანობაში, 10 კილომეტრზე მეტი დაფარა შვიდმა პოლონელმა ფეხბურთელმა. მაქსიმალური სისწრაფე (ორივე გუნდიდან) მარჯვენა ნახევარმცველმა კამილ გროსიცკიმ განავითარა - 9 მეტრი წამში.

გროსიცკი! 353 მეტრი სპრინტით – ეს სასწაული შედეგია ქართველ შემტევთა ფონზე. მითუმეტეს, გროსიცკი მე-80 წუთზე შეცვალეს. 

სისწრაფეში აშკარად წავაგეთ და ეს ანგარიშშიც აისახა. ჩამოვრჩით გამძლეობაშიც, რასაც თუნდაც პირველ და მეორე ტაიმში დაფარული დისტანციებიც ასახავს. პოლონელებმა მეორე ნახევარში უფრო მეტი დაფარეს, ვიდრე პირველში, ჩვენებმა კი ნაკლები...

უკრაინასთან კარგი მაჩვენებლები ჰქონდათ ცენტრალურ ნახევარმცველებს - ანანიძესა და კობახიძეს. პოლონეთთან კი აშკარად ვეღარ იყვნენ თამაშის იშტაზე, დაღლილობა ეტყობოდათ. რაც უნდა იყოს, ორივემ უჩვეულო პოზიციაზე ითამაშა და იქნებ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ვერ გაუძლეს.

ვარშავული მატჩის ანგარიშიც რომ არ იცოდე, მარტო ამ სტატისტიკიდანაც ჩანს, რომ პოლონელებმა ფიზიკურად მეტი შრომა გაწიეს. 

ილია ნანობაშვილი