სიახლეები

სტივენ ნეისმიტი: თბილისში დიდი ბრძოლა გველის

გაუზიარე

შოტლანდიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა სტივენ ნეისმიტმა ადგილობრივ ჟურნალისტებთან 4 სექტემბერს თბილისში საქართველოს ნაკრებთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა: 

"ბოლო თამაშებში დავამტკიცეთ, რომ შოტლანდიის ნაკრები სწორ გზაზე დგას და ახლა უფრო ძლიერები ვართ. ამის ნათელი დასტურია პოლონეთთან და ირლანდიასთან სტუმრად ჩატარებული შეხვედრები. შოტლანდიის ნაკრებს შეუძლია ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, დარჩენილი შეხვედრები მაქსიმალური კონცენტრაციით ჩავატაროთ. მორიგი მატჩი საქართველოში გვაქვს და ეს შეხვედრა ძალიან რთული იქნება. ირლანდიას გაუმართლა, თბილისში ორი გოლი რომ გაიტანა და მოიგო. ამიტომ საქართველოს ნაკრებთან დიდი ბრძოლა გველის. „აიბროქსზე“ საქართველოს მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოვუგეთ, უპირატესობასაც ჩვენ ვფლობდით, თბილისში კი იოლად არავინ არაფერს დაგვითმობს"

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრებს ერთხელ უკვე უთამაშია თბილისში, 2007 წელს და მაშინ ლევან მჭედლიძის და დავით სირაძის გოლებით გამარჯვება ქართველ ფეხბურთელებს დარჩათ. შოტლანდიელებმა საბოლოოდ სწორედ ამ მარცხის გამო ვერ გააღწიეს 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე. 

პაატა ძნელაძე