სიახლეები

კობა ჟორჟიკაშვილი: პირველ ლიგაში აუცილებლად ვითამაშებთ

გაუზიარე

ცხინვალის ლიახვისა და სოხუმის ცხუმის მატჩს კობა ჟორჟიკაშვილი დაესწრო, ამ გუნდების მეტოქის, ხონის იმერეთის თავკაცი. ოფიციალურად, იგი გუნდის კონსულტანტია, თუმცა, ცხადია, მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს სწორედ ჟორჟიკაშვილი ასრულებს. შეხვედრის შემდეგ მას მცირე კომენტარი ვთხოვეთ.

„ყველა მეტოქე პატივისცემიც ღირსია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ლიახვსაც და ცხუმსაც დავამარცხებთ. ამას ობიექტურად ვამბობ, რადგან ჩემი გუნდის ძალაც კარგად ვიცი და მეტოქეებიც დავზვერე. წინასწარ ზეიმი არ შეიძლება, მაგრამ პირველ ლიგაში აუცილებლად ვითამაშებთ“, - გვითხრა ჟორჟიკაშვილმა. 

მას იმერეთის სამომავლო გეგმებზეც ვკითხეთ: „ჩვენი ფინანსური მდგომარეობა პირველი ლიგისთვის საკმარისი იქნება. რაც შეეხება სტადიონს, დიდი სურვილი გვაქვს, რომ მატჩებს მომავალ სეზონშიც ხონში ვუმასპინძლოთ, მაგრამ ჯერ გაურკვეველია, შევძლებთ თუ არა მოედნის საფარის გაუმჯობესებას. სათადარიგო ვარიანტად მარტვილის სტადიონი გვაქვს შერჩეული“.

ლევან ჯანეზაშვილი