სიახლეები

სან მარინოს პირველი ქულა

გაუზიარე

მართალია, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ჯერ სრულად პირველი ტურიც არ ჩატარებულა და ამრიგად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ჯერჯერობით, ჯგუფის სათავეშია მოქცეული.

შეგახსენებთ, ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა შესარჩევი ტურნირი 3 ივნისს დაიწყო და გასვლით შეხვედრაში სან მარინო 3:0 დაამარცხა. 16 ივნისს კი ჯგუფის მეორე მატჩი გაიმართა, სადაც სან მარინო ესტონეთს ესტუმრა და თავისთვის მეტად საპატიო ფრეს (0:0) მიაღწია.

ესპანეთს, ხორვატიასა და შვედეთს პირველი მატჩები ჯერ არ ჩაუტარებიათ. საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს, ესტონეთსა და სან მარინოს კი – თითო-თითო. საფიქრებელია, რომ მსგავსი სიურპრიზები ჩვენს ჯგუფში კიდევ იქნება.

ჩვენი ნაკრები მომდევნო შესარჩევ შეხვედრას 3 სექტემბერს სტუმრად ჩაატარებს ხორვატიასთან, 10 ოქტომბერს კი ჯგუფის ფავორიტ ესპანეთს უმასპინძლებს.

ლევან ჯანეზაშვილი