სიახლეები

ცხინვალმა კონტრაქტები დაარიგა და გააგრძელა

გაუზიარე

საფეხბურთო კლუბმა ცხინვალმა, რომელმაც პირველად მოიპოვა ევროსარბიელზე თამაშის უფლება, ახალი სეზონის მზადება გუშინ საგურამოში დაიწყო და გუშინვე, კახა კაჭარავას გუნდმა ახალწვეულთა ვინაობაც გამოაცხადა.

ცხინვალმა კონტრაქტები სიონის ყოფილ ნახევარმცველს ზვიად ლობჯანიძესა და სამტრედიადან წამოსულ მცველ ლევან კაკუბავასთან გააფორმა. გუნდის ახალწვეულები ჯერ ესენი არიან, კონტრაქტები კი გაახანგრძლივეს ცენტრალურმა მცველებმა ვარლამ კილასონიამ, გიორგი კაჭკაჭიშვილმა, დავით მაისაშვილმა და ნახევარმცველმა ბაქარ ქარდავამ, რომლებიც ცხინვალში კიდევ ერთ სეზონს ითამაშებენ. 

ცხინვალი ამჟამად დიღომში, სასტუმრო "ბომონდ გარდენშია" შეკრებაზე და საგურამოში, ლოკომოტივის ბაზაზე ვარჯიშობს. გუნდი მზადებას 23 ივნისამდე გააგრძელებს, შემდეგ კი ერევანს მიაშურებს და ადგილობრივ პიუნიკს ამხანაგურად გაეჯიბრება. 

შეგახსენებთ, ევროტურნირების წილისყრა უეფაში 22 ივნისს შედგება და ჩვენი გუნდების მოსამზადებელ პერიოდი ამის შემდეგ უკეთ დაიგეგმება. 

ლუკა თალაკვაძე