სიახლეები

შულაია ცხინვალში ითამაშებს

გაუზიარე

მარტვილის მერანისა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფლანგელი აკაკი შულაია ცხინვალში გააგრძელებს კარიერას. სიახლე ფეხბურთელმა თავად დაგვიდასტურა. შულაიას გარდა, მერანი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა და გუნდი ახალი სეზონისთვის ადგილობრივ კადრებზე გააკეთებს აქცენტს.
 
აკაკი საინტერესო ფეხბურთელია: ის 1996 წელსაა დაბადებული, მერანში კარგი თამაშით დაგვამახსოვრა თავი და საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებშიც მუდმივად იძახებდნენ. შულაია მარჯვენაფლანგელია და შეუძლია როგორც მცველად, ასევე ნახევარმცველად თამაში. 

ედემი ელერჯია