სიახლეები

საბანაძეც კვიპროსზე: აშნას ეთნიკოსში

გაუზიარე

დიდი ალბათობით, ნიკა საბანაძე უახლოეს დღეებში გააფორმებს კონტრაქტს კვიპროსის ქალაქ აშნას ეთნიკოსთან. 24 წლის საბანაძეზე ინფორმაციას კვიპროსელებიც ავრცელებენ და წერენ, რომ ქართველს შეუძლია ეთნიკოსისთვის დიდი დახმარების გაწევა. აშნას ეთნიკოსი კვიპროსის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზე გავიდა.  

საბანაძე საქართველოს ჩემპიონატის მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი თავდამსხმელი იყო. თამაშობდა ქუთაისის ტორპედოში, ზესტაფონსა და თბილისის დინამოში. კერძოდ, 2010-2013 წლებში იყო ტორპედოში, მერე ზესტაფონში ითამაშა, ერთი წრე დინამოში გაატარა და წლეულს ქუთაისურ კლუბს დაუბრუნდა. 

გასულ სეზონში საბანაძემ 17 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა – 5 დინამოში და 2 ტორპედოში. 

ქართველთა მასიურად მიწვევა კვიპროსზე შარშან დაიწყო, ამ კვირაში კი საბანაძემდე ნიკა გელაშვილიც გადავიდა კუნძულზე: ოღონდ, გელაშვილმა უმაღლეს ლიგაში წლეულს გადასულ პაფოსს მიაშურა, სადაც მანამდე ლევან ხმალაძე და ნიკა კვასხვაძეც გადავიდნენ.

ილია ნანობაშვილი