სიახლეები

გიგოლაევმა ეფექტურად გაიტანა

გაუზიარე

პოლონეთის ექსტრაკლასას ქვედა რვა გუნდში მორიგი შეხვედრა მოიგო როლანდ გიგოლაევის რუხმა, რომელმაც ამჯერად პოდბესკიძეს 2:0 სძლია. რუხის ძირითადში იყო გიგოლაევი, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და თამაშის დასრულებამდე 30 წუთით ადრე საკმაოდ ეფექტური გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: მარცხენაფლანგელმა გიგოლაევმა საჯარიმოში ბურთი მკერდით მიიღო და მეორე შეხებით კარში ეფექტურად გადაგზავნა. თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი, მაშინ, როდესაც უკვე გადაწყვეტილი იყო მატჩის ბედი, გიგოლაევი შეცვალეს. 

გეცოდინებათ, ეს ფეხბურთელი იმიტომ გვაინტერესებს, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე აკვირდება. გიგოლაევი საქართველოს მოქალაქე არაა, ეგაა, თბილისშია დაბადებული. ცხადაძემ ინტერვიუსი გვითხრა, რომ თავად ფეხბურთელიც საქართველოს ნაკრებში თამაშს არ უარობს. 

რუხზე კიდევ ის ვთქვათ, რომ უმაღლესში დარჩენა თითქმის გარანტირებული აქვს. 

პაატა ძნელაძე