სიახლეები

კვასხვაძე და ხმალაძე კვიპროსზე დარჩნენ

გაუზიარე

კვიპროსის პირველი დივიზიონიდან გავარდნილი ოთელოსის რიგები დატოვეს ქართველმა ლეგიონერებმა, მეკარე როინ კვასხვაძემ და ნახევარმცველებმა, ლევან ხმალაძემ და შოთა გრიგალაშვილმა. 

კვასხვაძემ და ხმალაძემ ახალი გუნდის ძებნას დიდი დრო არ მოანდომეს და კარიერის გაგრძელება კვლავ კვიპროსზე გადაწყვიტეს _ პირველ დივიზიონში ახლახან აღზევებულ პაფოსს მიაშურეს და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. პაფოსი უფრო ხანგრძლივ კონტრაქტს სთავაზობდა ახალწვეულებს, მაგრამ ქართველებმა ჯერ მხოლოდ ერთწლიანი თანამშრომლობა ისურვეს.  

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ოთელოსიდან წასული კიდევ ერთი ქართველი შოთა გრიგალაშვილი. ჩვენი ინფორმაციით, პაფოსი გრიგალაშვილსაც ეპატიჟებოდა, მაგრამ ვერ დაითანხმა.

პაატა ძნელაძე