სიახლეები

მწვრთნელთა ლიცენზიების განახლების კურსები ივნისში დაიწყება

გაუზიარე

12-13 ივნისს, ჩატარდება მწვრთნელთა ლიცენზიების განახლების კურსები (UEFA Refresh Course) A და B ლიცენზიების მქონე ქართველი მწვრთნელებისთვის.

უეფას დადგენილი წესის თანახმად, სამ წელიწადში ერთხელ, ლიცენზიას განახლება სჭირდება და სწორედ, ამას ემსახურება ივნისში გასამართი კურსები.

კურსი ორდღიანი იქნება და მის ჩასატარებლად თბილისში ჩამოვა უეფას ინსტრუქტორი, იტალიელი ფრანკო ფერარი.

დაინტერესებულმა პირებმა, 1 ივნისამდე ინფორმაციისთვის მიმართეთ სფფ-ის მწვრთნელთა განათლების მენეჯერს - ვაკო დარსაძეს.  

სფფ-ის პრესსამსახური