სიახლეები

არის მოტივაციაც და ფსიქოლოგიური მზადყოფნაც

გაუზიარე

ქალთა შორის ევრო 2017-ის შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ქართველი ფეხბურთელები უეფას რეიტინგში 46 ადგილზე არიან. საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები გუნდის წევრები თვლიან, რომ ევრო 2017-ის შესარჩევ ციკლში მოხვედრით, მათ მიეცათ შანსი აიმაღლონ პროფესიონალიზმი და სათამაშო კლასი.

„ფეხბურთის თამაში არის ერთგვარი საფეხურები, რომლებიც უნდა გაიარო. ჩვენ 6 წელი ვიბრძოდით იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ქვეჯგუფში ასპარეზობის უფლება მოგვეპოვებინა. მალტის ტურნირის წინ გქვონდა პროგრამა მინიმუმი და ჩვენ ეს მოვახერხეთ. იყო მოტივაცია, რომელიც ახლაც არ შენელებულა. ჩვენს ჯგუფში არიან ისეთი მეტოქეები, რომელთა წინაშეც თავის გამოჩენა ღირს. დანებებას, არ ვაპირებთ. იმის შიში, რომ ჩვენთან ერთად იტალიის და შვეიცარიის გუნდები არიან, ნამდვილად არ გვაქვს. ვთვლი, რომ ამ წლების მანძილზე, სხვადასხვა დროს, გოგონებს მოუწიათ საკმაოდ მაღალი დონის გუნდებთან თამაში, როგორებიც დანია, შოტლანდია და გერმანია არიან. ასე, რომ ამ მხრივ, ფსიქოლოგიურადაც მზად ვართ. დანარჩენი, კი ბურთი მრგვალია“, - ამბობს ნინო პასიკაშვილი, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევრმცველი, რომელიც გუშინ, გუნდთან ერთად შეკრებაზე გამოცხადდა.  

 

სფფ-ის პრესსამსახური