სიახლეები

ინტრიგა ბოლო ტურისთვისაც შემოგვრჩა

გაუზიარე

XXIX ტურის სიმბოლური ნაკრები

-------------------------ლუის ალბერტო (3)------------კაჭარავა (3)----------------------------
--------------------------------(სიონი)-------------------------(ცხინვალი)----------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
კუჭუხიძე (3)----------კოშკაძე (4)-------------------კუხიანიძე----------კახაბრიშვილი
(ჩიხურა)------------------(გურია)------------------------(შუქურა)-----------(ვიტ ჯორჯია)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
მჭედლიშვილი--------კალანდია------------------გეთიაშვილი (3)-------ცერცვაძე (3)
(გურია)---------------(ვიტ ჯორჯია)---------------(ვიტ ჯორჯია)----------(ცხინვალი)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------კაკალაძე-----------------------------------------------------
----------------------------------------------(შუქურა)-----------------------------------------------------


საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIX ტურის მიმოხილვა

გორის დილას გაჩემპიონების შემდეგ უმაღლესი ლიგის მთავარ ინტრიგად სამეულში ადგილების გადანაწილება შემოგვრჩა. ბოლოსწინა ტურმა ვერცხლისა და ბრინჯაოსმედალოსნების საკითხს ნათელი ვერ მოჰფინა, თუმცაღა ამ ბრძოლაში ბათუმის დინამო გააფავორიტა.
ეს კი, უპირველესად, ლანჩხუთის გურიას დამსახურებაა. იმის მიუხედავად, რომ კონკრეტული სატურნირო მიზანი აღარ ამოძრავებდათ, "ევგრაფი შევარდნაძეზე" მასპინძლებმა სამართლიანი თამაშის წესები ბოლომდე დაიცვეს და მეორე ადგილისთვის მებრძოლ ექსჩემპიონებს საქმე ძალიან გაუფუჭეს. მატჩის ძირითადი დროის ამოწურვამდე ორიოდე წუთით ადრე დინამოს საუცხოო საჯარიმო გაუტანა მისმა ყოფილმა კაპიტანმა ალექსანდრე კოშკაძემ, პირველ ტაიმში კი არანაკლები სილამაზის გოლის ავტორი კიდევ ერთი ყოფილი დინამოელი, ახალგაზრდა მარცხენა მცველი გიორგი მჭედლიშვილი გახდა.
ბათუმელებმა კი ზესტაფონთან სამი ქულა უბრძოლველად ჩაიწერეს და მეორე პოზიციამდე აღზევდნენ. თბილისისა და ბათუმის დინამოელებს თანაბარი ქულები აქვთ, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში მიღწეული უპირატესობით აჭარელები დედაქალაქელებზე მაღლა დგანან. ახლა ყველაფერი ბათუმელთა ხელშია – თუ ბოლო ტურში აჭარულ დერბიში ქობულეთის შუქურას მოუგებენ, ვერცხლის მედლებსაც დაისაკუთრებენ. ერთი შეხედვით, ბათუმური კლუბის გამარჯვება გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ იმედია, შუქურა, გურიას მსგავსად, ფეარ პლეის პრინციპების ერთგული იქნება და მეტოქეს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს.
სამეულში მოხვედრის შანსი ცხინვალსაც აქვს, ოღონდ მხოლოდ თეორიული. მოდი, ამ შანსების განხილვა ბოლო ტურის წინათქმისთვის გადავდოთ.
სიონს ჯერაც არ გაუნაღდებია უმაღლეს ლიგაში დარჩენა, მაგრამ, ცხინვალისა არ იყოს, ბოლნისელთა პლეი ოფში ჩარჩენის შანსი აქაც ოდენ თეორიულია. ყველაზე რეალურ საპლეიფო კანდიდატად კი ვიტ ჯორჯია მოჩანს, რომელმაც, როგორც იქნა, გამარჯვება იზეიმა და სადღეისოდ სწორედ საპლეიფო, მე-14 ადგილზეა. ზესტაფონი უკვე ოფიციალურად პირველლიგელია, მეტალურგს კი სასწაული თუ უშველის.
ტურის სხვა მატჩებს სატურნირო ცხრილზე განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია. აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ტორპედოს კარი ორივეჯერ ექსტორპედოელებმა (გიორგი კუხიანიძე, გიორგი გურული) დალაშქრეს, იმერულ დერბიში გამარჯვებით კი ჩიხურამ მეხუთე ადგილი დაიბევა.

ტურის ფეხბურთელი
ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)
წინა ტურის მსგავსად, ყველაფერი აქაც ჰეთ თრიქმა გადაწყვიტა. დღევანდელ მეტალურგთან სოლიდური ანგარიშით გამარჯვება, ვინძლო, დიდი გმირობა ვერ იყოს, მაგრამ როცა ერთ ფეხბურთელს მატჩში სამი გოლი გააქვს, ნებისმიერ ვითარებაში აღსანიშნავი ამბავია. კაჭარავა მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში ჰეთ თრიქი შეასრულა.

ლევან ჯანეზაშვილი

ცხინვალი-მეტალურგი 7:2
ჩიხურა-სამტრედია 2:1
ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 1:0
ზუგდიდი-სიონი 1:3
ტორპედო-შუქურა 0:2
მერანი-დილა 1:1
გურია-დინამო თბ 2:2
დინამო ბთ-ზესტაფონი 3:0 (ტექნიკური შედეგი)

1. დილა 29 18 7 4 47-21 61
2. დინამო ბთ 29 17 4 8 37-23 55
3. დინამო თბ 29 16 7 6 53-28 55
4. ცხინვალი 29 16 4 9 46-36 52
5. ჩიხურა 29 13 7 9 39-33 46
6. სამტრედია 29 12 6 11 36-29 42
7. შუქურა 29 11 8 10 35-35 41
8. ტორპედო 29 10 10 9 38-32 40
9. გურია 29 10 9 10 36-40 39
10. მერანი 29 9 9 11 27-29 36
11. კოლხეთი 29 9 9 11 30-30 36
12. ზუგდიდი 29 7 9 13 21-45 30
13. სიონი 29 8 5 16 29-44 29
14. ვიტ ჯორჯია 29 7 5 17 27-37 26
15. ზესტაფონი 29 6 8 15 40-58 26
16. მეტალურგი 29 6 7 16 24-45 25

ბომბარდირები
მოდებაძე (დილა) 14
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 11
დვალი (ზესტაფონი) 10
კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (სიონი) 9
ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
შინდაგორიძე (სპარტაკი) 8
საბანაძე (ტორპედო) 7
კვეკვესკირი (დილა) 7
მუმლაძე (ჩიხურა) 7
კაპანაძე (სამტრედია) 7
შალამბერიძე (გურია) 7
ჩირგაძე (დინამო თბ) 7

საგოლე პასები
გეწაძე (სამტრედია) 9
ბაბუნაშვილი (ტორპედო) 7
შალამბერიძე (გურია) 5
კვეკვესკირი (დილა) 5
ს. ლობჟანიძე (დინამო თბ) 5
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 5
გ. ივანიშვილი (ცხინვალი) 5
ოდიკაძე (ჩიხურა) 4
ჯოხაძე (მეტალურგი) 4
მუჯირი (დინამო ბთ) 4
პარუნაშვილი (დინამო თბ) 4
დოლიძე (სამტრედია) 4
ქავთარაძე (დინამი ბთ) 4

გოლი+პასი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 18 (13+5)
მოდებაძე (დილა) 16 (14+2)
კაჭარავა (სპარტაკი) 13 (11+2)
შალამბერიძე (გურია) 12 (7+5)
დ. სიჭინავა (სიონი) 12 (9+3)
კვეკვესკირი (დილა) 12 (7+5)
დვალი (ზესტაფონი) 11 (10+1)
შ. ლომია (ზუგდიდი) 11 (9+2)
გეწაძე (სამტრედია) 11 (2+9)
მუმლაძე (ჩიხურა) 11 (7+4)
კვერნაძე (ტორპედო) 10 (9+1)
ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10 (8+2)
ქავთარაძე (დინამო ბთ) 10 (6+4)
გ. ივანიშვილი (ცხინვალი) 10 (5+5)
ჩელებაძე (შუქურა) 9 (6+3)
ჭანტურიშვილი (დინამო თბ) 9 (6+3)
შინდაგორიძე (ცხინვალი) 9 (8+1)
საბანაძე (ტორპედო) 8 (7+1)
დოლიძე (სამტრედია) 8 (4+4)
ბაბუნაშვილი (ტორპედო) 8 (1+7)

"ჩვენი თამაშის" ტურის სიმბოლურში
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 6
დვალი (ზესტაფონი) 5
ქავთარაძე (დინამო ბთ) 5
დოლიძე (სამტრედია) 5
ოდიკაძე (ჩიხურა) 5
კვეკვესკირი (დილა) 5
ჩისკო (დინამო თბ) 4
ცნობილაძე (სიონი) 4
ვ. კილასონია (ცხინვალი) 4
კვირკველია (სამტრედია) 4
ტეტუნაშვილი (ბათუმი)O 4
ალავიძე (დინამო ბთ) 4
ჩიკვაიძე (ჩიხურა) 4
კირკიტაძე (ტორპედო) 4
მოდებაძე (დილა) 4
დ. სიჭინავა (სიონი) 4
კოშკაძე (გურია) 4

ტურის ფეხბურთელი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 3
მოდებაძე (დილა) 2
კვირკვია (ვიტ ჯორჯია) 1
ჯიღაური (დინამო თბ) 1
ძარია (დილა) 1
ჯოხაძე (მეტალურგი) 1
თებიძე (გურია) 1
ვ. კილასონია (სპარტაკი) 1
ლექვთაძე (სპარტაკი) 1
საბანაძე (ტორპედო) 1
გოგიტიძე (დინამო ბთ) 1
მუჯირი (დინამო ბთ) 1
შალამბერიძე (გურია) 1
დ. სიჭინავა (სიონი) 1
რენე ფერეირა (დინამო თბ) 1
ა. გურეშიძე (სიონი) 1
გეწაძე (სამტრედია) 1
კვეკვესკირი (დილა) 1
პაულო ვიქტორი (შუქურა) 1
ჭანტურიშვილი (დინამო თბ) 1
ბეგაშვილი (მერანი) 1
ალავიძე (დინამო ბთ) 1
ივანიშვილი (ცხინვალი) 1
ერისთავი (დილა) 1
ჩირგაძე (დინამო თბ) 1
კაჭარავა (ცხინვალი) 1

თვის ფეხბურთელი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 1
კვირკველია (სამტრედია) 1
მოდებაძე (დილა) 1
დვალი (ზესტაფონი) 1
მანუელი (დინამო თბ) 1
ერისთავი (დილა) 1

რეალიზებული პენალტები
შალამბერიძე (გურია) 3
შ. ლომია (ზუგდიდი) 3
უგულავა (სიონი) 3
ჩელებაძე (ჩიხურა) 2
ვ. კილასონია (ცხინვალი) 2
თ. ღონღაძე (ჩიხურა) 2

გაცუდებული პენალტები 
ჩელებაძე (შუქურა) 2
შ. ლომია (ზუგდიდი) 2

მოგერიებული პენალტები
ბეგაშვილი (მერანი) 1
ჯიოევი (შუქურა) 1
კაკალაძე (შუქურა) 1
პავლოვიჩი (ზესტაფონი) 1
შეყრილაძე (ტორპედო) 1
მერლანი (სიონი) 1
ჰრდლიჩკა (დინამო თბ) 1

ჰეთ თრიქი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 1
კვეკვესკირი (დილა) 1
ჩირგაძე (დინამო თბ) 1
კაჭარავა (ცხინვალი) 1

დუბლი
დვალი (ზესტაფონი) 3
მოდებაძე (დილა) 3
საბანაძე (ტორპედო) 2
კაჭარავა (ცხინვალი) 2
ჭანტურიშვილი (დინამო თბ) 2

შემცვლელთა გოლები
კაპანაძე (სამტრედია) 3
ვ. კვარაცხელია (ტორპედო) 3
ლექვთაძე (სპარტაკი) 2
ი. კერძევაძე (სამტრედია) 2
მუმლაძე (ჩიხურა) 2
ამბროლაძე (კოლხეთი) 2
სარდალიშვილი (ჩიხურა) 2
შინდაგორიძე (ცხინვალი) 2
შ. ჯიქია (კოლხეთი) 2
ჯიღაური (დინამო თბ) 2
უგულავა (სიონი) 2

ყველაზე ხშირი ანგარიშები
1:0 31
0:0 27
0:1 23
2:1 23
2:0 19
1:1 15
2:2 14
3:0 13
1:2 10
3:1 10

მეკარეები. მიმდინარე მშრალი სერიები (წთ)
კაკალაძე (შუქურა) 385
შეროზია (ვიტ ჯორჯია) 200

სეზონის საუკეთესო სერიები
მამალაძე (მერანი) 502
გოგუაძე (გურია) 414
ალავიძე (დინამო ბთ) 411
მამინაშვილი (დინამო ბთ) 410

არბიტრები. მატჩების რაოდენობა
ლ. სილაგავა 28
დ. ხარიტონაშვილი 23
გ. ვადაჭკორია 22
გ. ყრუაშვილი 19
ა. ნონიკაშვილი 16
ჯ. ხორავა 15
ბ. ნინუა 15
გ. კიკაჩეიშვილი 13
ი. კვირიკაშვილი 13
ლ. კვარაცხელია 11
ა. ბასლეჰლო 9
დ. სანოძე 7
ხ. გაგნიძე 7
თ. გვანცელაძე 6
გ. დოგრაშვილი 5
ა. კრიჭაშვილი 3
მ. ბეუქლიშვილი 2
ო. ხეცაძე 2
თ. ხუჭუა 2
შ. ქუხილავა 2
მ. ურუშაძე 1
მ. ბორგი 1
მ. აპაპი 1
ა. აზოპარდი 1