სიახლეები

შოთა არველაძე სარაევოში ლექტორად მიიწვიეს

გაუზიარე

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე დღეს თბილისშია, თუმცა ორშაბათს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გაემგზავრება და ერთ-ერთ ადგილობრივ უნივერსიტეტში ლექციას წაიკითხავს. თემა სპორტში ფეარ პლეის პრინციპების დაცვა და მისი მნიშვნელობა იქნება. შოთამდე ამავე უნივერსიტეტს მისი ტრაბზონელი მწვრთნელი შენოლ გიუნეში სტუმრობდა.

“დიახ, სარაევოს უნივერსიტეტიდან დამიკავშირდნენ და ერთი ლექციის წაკითხვა მთხოვეს. თეზისები უკვე გამომიგზავნეს, სტუდენტებს ჩემთვის ნაცნობ თემაზე უნდა ვესაუბრო. ლექცია მხოლოდ ფეხბურთზე არ იქნება, ზოგადად, სპორტში სამართლიანობის პრინციპის მნიშვნელობაზე ვილაპარაკებ” _ გვითხრა თურქული ქასიმფაშას ყოფილმა მწვრთნელმა. 

კობა ინასარიძე