სიახლეები

კიკაბიძემ ბასტიას დუბლებში გაიტანა და გაატანინა

გაუზიარე

20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ლუკა კიკაბიძემ ბასტიას დუბლებში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გაახერხა. ბასტიას დუბლებმა უასელს 4:2 მოუგეს და ლუკამ 21-ე წუთზე შეაგდო, რითაც ანგარიში 1:1 გახადა. მეორე ტაიმში კი ქართველმა კონეს გაატანინა. 

კიკაბიძე 89 წუთი გაისარჯა და ცნობილმა ფეხბურთელმა შეცვალა: ჯიბრილ სისემ -  ლივერპულისა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, რომელიც უკვე 33 წლისაა და ძველებურ ფორმაში ვეღარაა.

ბასტიას დუბლების გუნდი მეოთხე ლიგაში გამოდის. ტრადიციულად, ლუკა ბასტიას ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ თამაში არ უწევს. კორსიკელთა სარეზერვოებში სხვა ცნობილი ფეხბურთელებიც გამოჩენილან და სისეც ამის მაგალითია. 

ილია ნანობაშვილი