სიახლეები

მჭედლიძე ტორინოსთან გამოჩნდა

გაუზიარე

იტალიის სერია ა-ში წარმატებულ სვლას განაგრძობს ემპოლი, რომელმაც წინა ტურში ნაპოლის 4:2 სძლია, ხოლო გუშინ ტორინოს გასვლაზე 1:0 მოუგო. მე-3 წუთზე ტურინელებმა საკუთარ კარში გაიტანეს გოლი. კარგია, რომ ლევან მჭედლიძეც ვიხილეთ მინდორზე. მართალია, მხოლოდ 75-ე წუთზე შეიყვანეს, მაგრამ წინა თამაშებში მცირე დროც არ ეთმობოდა. 

სხვათა შორის, მჭედლიძემ მაინც მოასწრო ხიფათის შექმნა ტორინოს კართან, თანაც ორჯერ. 

აქვე ვთქვათ: გაკოტრებული პარმა რომ არ ჩავთვალოთ, ემპოლი სერია ა-ში ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კლუბია, მაგრამ მაინც ღირსეულად თამაშობს. მჭედლიძის გუნდი მეთორმეტე ადგილზეა და გასავარდნ ზონასთან არაფერი ესაქმება. 

ილია ნანობაშვილი